სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ჯო უილსონს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს. ჩვენი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ღრმად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მოქმედმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა (147 785 ხმა) „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა (144 945 ხმა) დაამარცხა.