ისრაელმა საქართველო "წითელიდან" "ნარინჯისფერი" ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით, ისრაელელ ტურისტებს საქართველოში სტუმრობა შეეძლებათ, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას ან კარანტინს.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან", - წერს საელჩო.