24 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%
სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.7%
23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.