საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ეკატერინე ტიკარაძე არ ასახელებს თუ რომელიც ვაქცინით იყო აცრილი გარდაცვლილი პაციენტი, თუმცა განმარტავს, რომ მსოფლიოში ასეთი შემთხვევები არის უიშვიათესი.
"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%. ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.