22 აგვისტოს გამთენიისას, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულიდან 20 აგვისტოს ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა.
"ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს", - განახადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. 6-მა მოქალაქემ ქაბული 18 აგვისტოს დატოვა, 2-მა კი 19 აგვისტოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.