რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დოჟდი" უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიტანა. იუწყება გამოცემა "ინტერფაქსი".
გამოცემის ცნობით, კრემლის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილად თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა.
"დოჟდის" მთავარმა რედაქტორმა "ინტერფაქსს" უთხრა, რომ "თქვენგან გავიგე ამის შესახებ, არავინ არაფერს გვატყობინებსო".
"დოჟდი" არის მედიაჰოლდინგი, რომელიც ფლობს ამავე სახელობის ტელეკომპანიას, რომელიც 2010 წლიდან მაუწყებლობს. უწინ ის საკაბელო და სატელიტური ტელევიზიით გადაიცემოდა, თუმცა 2014 წლიდან მხოლოდ ინტერნეტით.
რუსულ კანონმდებლობაში "უცხოეთის აგენტის" ცნება ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა. კანონი არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ავალდებულებდა, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებულიყვნენ.
გასული წლის დეკემბერში, უცხოეთის აგენტის ცნება გაფართოვდა. გარდა იმისა, რომ გაიზარდა მასშტაბი ორგანიზაციებისა და პირებისა, რომლებიც შესაძლოა, უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვედრილიყვნენ, დაწესდა ახალი შეზღუდვები, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის ფუნქციონირებას.