საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.