შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ვაქცინის მესამე დოზის მიღებას გეგმავენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გამაძლიერებელი ვაქცინის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან აცრა დეკემბერში გავიკეთეთ და ეს უკვე წარსულია", - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, "ამერიკის ხმა" სააგენტო Associated Press-ზე დაყრდნობით წერდა, რომ ე.წ. "ბუსტერის" მიღება შეეძლება ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ორდოზიანი ვაქცინა გაიკეთა და მეორე დოზის გაკეთებიდან 8 თვეა გასული.
ვარაუდობენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა საყოველთაო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება, მას შემდეგ რაც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევებს დაასრულებენ.