ევროკავშირმა უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატი აღიარა.
ევროკომისიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში.
"ევროკომისიამ დღეს მიიღო სამი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის ეკვივალენტურობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ სახელმწიფოების გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ეს ევროგაერთიანების ციფრული ე.წ. კოვიდსერტიფიკატია", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ გრძლდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან კონტაქტი, რათა მათი კოვიდსერტიფიკატები დაუკავშირდეს ევროკავშირის საერთო სისტემას.