საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 363 აცრა ჩატარდა.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.