საქართველოში კოვიდინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ის ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, "ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს".
"რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა", - ამბობს ტიკარაძე.
18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.