სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ორი კვირის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო მას არსებული ვითარებისა და რისკების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.
„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.