ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვამ გამოიჩინა არაჩვეულებრივი მდგრადობა, რაც არ უნდა თქვან ოპონენტებმა, ტენდენციურმა, ჩასაფრებულმა ადამიანებმა.
„ამაზე მეტ გამოცდას რომ გაუძლოს ჩვენნაირი შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და თუნდაც არაშეზღუდული რესურსების ეკონომიკურმა ქვეყანამ, ამის პრეცედენტი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს. საველე ჰოსპიტალები იხსნება რეზერვისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება და კიდევ გეუბნებით, ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი. ვისაც უნდა შემეკამათოს, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ჯანდაცვის სექტორის რესურსი ამოიწუროს. დღეს უკვე შვიდი ათასი ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ არის რვა ათასი, ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნები ამის მიახლოებულ მობილიზაციას ვერ აკეთებენ", - განაცხადა ცერცვაძემ.
ფოტო: ფორმულა