ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანის" მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, მოსალოდნელი დასჯის შიშით, ქვეყნის წამყვანი არხების ქალმა ტელეწამყვანებმა ეკრანებზე გამოჩენისგან თავი შეიკავეს.
ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია TOLO News-მა განაცხადა, რომ 17 აგვისტოდან განაახლა მაუწყებლობა ქალი ტელეწამყვანების მონაწილეობით.
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მირაქა პოპალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს ქალი წამყვანი, რომელიც სატელევიზიო სტუდიაში ინტერვიუს იღებს თალიბანის წარმომადგენელთან.
მანამდე, ტელეკომპანია TOLO News-ზე კონტროლი დაამყარა თალიბანმა.
"თალიბანის" მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაძლოა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მძიმე ვითარებაში აღმჩნდეს, როგორც ეს იყო თალიბანის პირველი რეჟიმის დროს. მაშინ ქალებს არ ჰქონდათ განათლებისა და მუშაობის უფლება, თანმხლები მამაკაცის გარეშე გადაადგილება და ა.შ.