ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ "რუსთავი 2" დატოვა. ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილებას თეონა ცხომელიძე შეცვლილ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.
"ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია", - წერს ცხომელიძე საკუთარ ფეისბუკზე.
ცოტა ხნის წინ, "რუსთავი 2" დატოვა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა გურამ როგავამ.