პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში ამიერიდან სავალდებულო იქნება.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება, რაც მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვბელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.