საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 09:43 საათზე, სოფელ სამებასთან 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ასევე, თბილისის დროით 02:47 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.