„ტოცილიზუმაბის“ ფასი დასტაბილურებულია და კლინიკებს აქვთ საშუალება პრეპარატი შეიძინონ, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება, რომ აღნიშნული პრეპარატი კლინიკებში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდეს.
„ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა.
ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება", განაცხადა ტიკარაძემ.