ჰაიტიში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში.
ცუნამის შესახებ ინფორმაციის ამერიკული ცენტრის განცხადებით, ასეთმა მძლავრმა მიწისძვრამ შესაძლოა ცუნამის საშიში ტალღები გამოიწვიოს.
ჰაიტის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ცნობით, არიან დაღუპულები, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია დაზიანებული და დანგრეული შენობების შესახებ.
2010 წელს ჰაიტის დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელსაც 200 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.