თურქეთის სამხრეთით ქაჰრამანმარაშის პროვინციაში კატასტროფა განიცადა რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა სახანძრო თვითმფრინავმა Be-200-მა.
ბორტზე იმყოფებოდა რუსეთის 5 მოქალაქე და თურქეთის 3 მოქალაქე. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას.
ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. როგორც იუწყებიან, კატასტროფის ადგილზე გაგზავნილია რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის კომისია ტრაგედიის მიზეზების გასარკვევად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ივლისში განაცხადა, რომ თურქეთში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დახმარების გასაწევად, სახანზრო თვითმფრინავს გზავნიდა.