უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ძალაში შედის კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერება.
დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
აღსანიშნავია, რომ ამ შეზღუდვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესების მიუხედავად, ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს.