საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს, დაიცვან რეგულაციები და სიტკბოების მისაღებად ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ამის შესახებ აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.
"14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები", - აღნიშნულია ბრძანებაში.
