ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, შესაძლოა, გლობალური მასშტაბით გავრცელდეს კორონავირუსის ახალი, არსებულ ვარიანტებზე მეტად საშიში და ძნელად კონტროლირებადი ვარიანტები.
საგანგებო კომიტეტის სხდომის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად, ეროვნული, რეგიონული და გლობალური მცდელობის პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორის არის. "მეტიც, შესაძლოა გამოჩნდეს ვირუსის ახალი, უფრო საშიშ ვარიანტები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს".
"პანდემია განაგრძობს განვითარებას. ამ დროისთვის გლობალურ დონზე ვირუსის 4 შემაშფოთებელი ვარიანტი დომინირებს. ვაღიარებთ, ახალი და შესაძლოა, უფრო საშიში ვარიანტების გაჩენისა და გლობალური გავრცელების ალბათობას, რომელთა კონტროლი შეიძლება კიდევ უფრო რთული იყოს", - ნათქვამია დოკუმენტში.
კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებას.
დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაციაა აღწერილი, როგორც "შემაშფოთებელი":
ალფა - ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამი;
ბეტა - სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამი;
გამა - ბრაზილიაში აღმოჩენილი შტამი;
დელტა - ინდოეთში აღმოჩენილი შტამი. ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებს მუტაციას.