ფინანასთა სამინისტრიშო მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა მედიას ახალი მომსახურების - "ინტერნეტ მაღაზიის" მომსახურების დეტალები გააცნო.
ახალი სერვისით მომხმარებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენა ახალი სერვისის "ინტერნეტ მაღაზიის" (www.eauction.ge) საშუალებით შეეძლებათ.
აღნიშნული პროექტის ამოქმედება მომხმარებელს საშუალებას მისცემს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი და ისარგებლოს ქ.თბილისის მასშტაბით უფასო ადგილზე მიტანის სერვისით. ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე (www.eauction.ge) დარეგისტრირების შემდეგ მომხარებელს შეეძლება მისთვის სასურველი ნივთის ყიდვა. ღირებულების გადახდა ხორციელდება პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
"წარმოდგენილი სერვისი მომხმარებელს საშუალებას მისცემს სახლემწიფო ქონებაში არსებული ნივთები საბაზრო ღირებულებაზე 20-30%-ით იაფად შეიძინოს. მომსახურების სააგენტო მომხმარებელს შესთავაზებს მუდმივად განახლებად ასორტიმენტს", - განმარტა ბაიბურთმა.
აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით 2010 წლის მარტიდან ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციას, წწწ.ეუცტიონ.გე - თ მომხმარებელს შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის მოძრავი ქონება(ავტომობილები, ელექტრო ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საოჯახო ნივთები და სხვა).
"ინტერნეტ მაღაზიაში" ამ ეტაპზე წარმოდგენილია დაახლოებით 400 ნივთი, რომლების საერთო ღირებულება ამ ეტაპზე დაახლოებით 25 000 ლარს შეადგენს.