საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ყველას აქვს უფლება, მშვიდობიან გარემოში შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი აზრი.
წილოსანმა მოუწოდა ყველა მხარეს, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების უფლება.
"დაძაბულობის ძალიან მაღალი ხარისხი დილიდან იგრძნობა. ძნელია, გაარჩიო, რა არის ამ დაძაბულობის სასტარტო წერტილი. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის ქმედებები, ყველას აქვს მშვიდობიან გარემოში შეკრების უფლება. ამ ყველაფერს აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ.
რადიკალიზაციის ეს ხარისხი ნამდვილად არასახელმწიფოებრივია. ჩვენი გამოხატვის ფარგლებში სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შევეხოთ", - განაცხადა წილოსანმა.