შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
88 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების ცნობა მისმა ოჯახმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დონალდ რამსფელდი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
დონალდ რამსფელდი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებდა 1975-1977 წლებში, ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას, და 2001-2006 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას.
რამსფელდი ხელმძღვანელობდა აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთსა და ერაყში.