Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნიან ძლიერ იმუნურ რეაქციას, რამაც შეიძლება წლების განმავლობაში დაიცვას ვირუსისგან. ნათქვამი ახალ კვლევაში, რომლის შედეგებსაც The Independent-ი აქვეყნებს.
რეცენზირებულმა კვლევამ, რომელიც თავდაპირველად სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ ორივე ვაქცინა, დიდი ალბათობით, კორონავირუსისგან ხანგრძლივი დაცვის გარანტიას იძლევა.
კვლევის შედეგების თანახმად, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინების შემთხვევაში, შესაძლოა, მესამე დოზა არ გახდეს საჭირო, თუ ვირუსმა მკვეთრი მუტაცია არ განიცადა.
ამ კვლევის ავტორების მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელდნენ, სავარაუდოდ, აღარ დასჭირდებათ ვაქცინები, რადგან გამოჯანმრთელების შემდეგ წარმოქმნილი იმუნიტეტი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც გაგრძელდეს.