შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს, პირადად დაესწროს ტოკიოს ოლიმმპიურ თამაშებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„პრეზიდენტი არ გაეგაზავრება ტოკიოში, ოლიპმიურ თამაშებზე დასასწრებად, თუმცა ცხადია, იგი უგულშემატკივრებს ამერიკელ სპორტსმენებს“, - განაცხადა ფსაკიმ და დასძინა, რომ ტოკიოში აშშ-ი თავისი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.
ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში, მოგზაურობა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გასულ წელს, 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. წელს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.