საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური იმართება. ამ არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი, რადგან პოლიტიკური ანალიტიკოსების თვლიან, რომ რეგიონული არჩევნები ერთგვარი რეპეტიციაა საპრეზიდენტო არჩევნებისა, რომელიც 2022 წელს უნდა გაიმართოს.
მათივე განცხადებით, რეგიონული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი განსაზღვროს.
რეგიონალური საბჭოები, რომლებიც 13 რეგიონში მოქმედებენ, აირჩევიან ექვსი წელში ერთხელ და მათ აქვთ ფართო უფლებამოსილებები სასკოლო განათლების, ტრანსპორტის განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
არჩევნების პირველი ტური, რომელიც ერთი კვირის წინ ჩატარდა, გამოირჩეოდა ელექტორატის რეკორდულად დაბალი აქტივობით. პირველად თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში, ამომრჩეველთა ორ მესამედს (66,7%) არ მიუღია კენჭისყრაში მონაწილეობა.
არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პარტია "რესპუბლიკა მოძრაობაში".
პირველი ტურის შედეგები იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, მემარჯვენე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური ფრონტისთვისაც“, რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს. პარტიამ, რომელიც წინასაარჩევნო მარათონის ფავორიტად ითვლებოდა, ხმათა 20% –ზე ნაკლები მიიღო. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სოციოლოგები იწინასწარმეტყველეს.
პირველი ტურის შედეგებით „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც საფრანგეთის შვიდ რეგიონში მიიღო ხმების უმრავლესობა.