ამერიკულმა კორპორაციამ Microsoft-მა ონლაინ პრეზენტაციაზე წარმოადგინა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია Windows 11.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ Windows 11 ხელმისაწვდომი იქნება უფასო განახლების გზით Windows 10 მომხმარებლებისთვის და ახალი კომპიუტერებისთვის შემოდგომაზე. ეს პროცესი გაგრძელდება 2022 წლამდე.
Windows Insider პროგრამის წევრებისთვის კი Windows 11-ის ადრეული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კვირიდან.
როგორც შემქმნელები გვპირდებიან, ახალ ოპერაციულ სისტემას აქვს მარტივი და ლაკონური დიზაინი, ხოლო Desktops ვარიანტი საშუალებას მისცემს ერთ კომპიუტერს, შექმნას რამდენიმე სამუშაო მაგიდა სხვადასხვა მიზნით, რათა მომხმარებელს მარტივად შეეძლოს გადართვა ერთი მაგიდიდან მეორეზე.
ახალი ოპერაციული სისტემისთვის, განახლდა Start-ის ღილაკისა და Taskbar-ის დიზაინი. დაემატა ახალი ფონტები და აიკონები.