ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომესადმი გაგზავნილმა არქიეპისკიპოს იობის გულღია წერილმა. რატომ დაინტერესდა მედია ასე ძალიან?
იტალიის ახალი მიტროპოლიტი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის სამხეთ ევროპის ეგზარქოსი პოლიკარპე, მაისის ბოლოს შეხვდა რომის პაპს ფრანცისკეს, რის ინტერვიუში ისაუბრა თავისი ერთ-ერთი მთავარი მისიის შესახებ - ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების ეკუმენიკურ დიალოგს. კიდევ ერთი მაგალითი რომთან გაერთიანების იდეიის მხარდაჭერისა.
გამოცემა Greek Reporter-მა გამოაქვეყნა სტატია პატრიარქ ბართლომესადმი არქიეპისკოპოს იობის წერილის საფუძველზე. გამოცემის ჟურნალისტი მაღალ შეფასებას აძლევს ამ წერილს, როგორც იმის დამადასტურებელს, რომ მსოფლიო პატრიარქი ერთგულია რომთან ევქარისტული ერთიანობის აღდგენის იდეისა.
რამ დააინტერესა მედია არქიეპისკოპოს იობის წერილში და რა ზეგავლენას მოახდენს მისი იდეები მართლმადიდებლურ სამყაროზე? აი, რას განმარტავს გამოცემა Cyclades24.gr. არქიეპისკოპოსის სიტყვებიდან ირკვევა, რომ იგეგმება ეკუმენიკური დიალოგის განვითარება რომაელ კათოლიკებთან და მომავალში აპირებენ რომთან დაახლოებას. თუმცა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ამ მიზნის მისაღწევ გზაზე ძირითადი პრობლემაა. ამიტომ იმისთვის, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩამოერთვას დიალოგი ვატიკანთან, შეთავაზებულია წინადადება უკრაინის მართლმადიდებლური ეკელსიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა.
როგორც არქიეპისკიპოსი იობი თავის წერილში ამტკიცებს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) წლიდან წლამდე ხელს უშლიდა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების დიალოგს. არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქი ბართლომე და მისი გარემოცვის წევრები, სწორედ ამის გამო განიცდიან არაკეთილგანწყობას მიტროპოლიტ ილარიონის მიმართ.
ამასთან, არქიეპისკოპოსმა იობმა იპოვა გამოსავალი: მართლამდიდებლებსა და კათოლიკებს შორის დიალოგს გაერთიანებასთან დაკავშირებით, შეცვლიან უკრაინის საკითხით.
ამის გარდა, კონსტანტინეპოლი მზად არის იგნორირება მოახდინოს ანტიოქიის, სერბეთის, საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის ეკლესიების, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიების პოზიციების, რომლებიც მხარს არ უჭერენ კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოებას. კონსტანტინეპოლი ამას იმით ხსნის, რომ ეს ეკლესიები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობილი სატელიტები არიან, რომლებიც ბრმად მიყვებიან მას პოლიტიკურ საკითხებში. ამგვარად, თუ ამის გამო აღნიშნული ეკლესიების წარმომადგენლები მართლმადიდებლურ-კათოლიკური კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, პატრიარქ ბართლომეს შეუძლია გამოაცხადოს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების ურთერთობის აღდგენის შესახებ.
რა დაუჯდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრისტიანოს გაერთიანება, რთული წარმოსადგენია. გაერთიანების შემთხვევაში კონსტანტინეპოლისათვის რომის ეკლესიაში ადგილისა და სტატუსის მთავარი საკითხი იქნება და არა უკრაინასა და რუმინეთის უნიატების ექსპანსია. გამოდის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური და უკრაინის ბერნულ-კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების შესახებ გავრცელებული ხმები საფუძველს მოკლებული არ არის.
ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებისა და უნიატების ერთობლივი ღვთისმსახურება, რომელსაც მხარს უჭერს ფანარი, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკაა და არა ცალკე აღებული სასულიერო პირების.
საერთო ჯამში, ეჭვი არ არის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიების მონაწილეობით ორმხრივი კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელზეც საუბრობს არქიეპისკოპოსი იობი, გაცხადდება, რომ არ არსებობს დაბრკოლება ერთობლივ ღვთისმსახურებისა და გაერთიანების. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიიის არქიეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი, კონსტანტინეპოლის ეკლესიისგან განსხვავებით, დიდი ხანია ღიად საუბრობს აშკარა ფაქტზე: ერთიანი „კიევის ეკლესია“ შესაძლებელია მხლოდ რომის ეპისკოპოსის ეგიდით არსებობდეს. არქიეპისკოპოს იობის წერილიდან ირკვევა, რომ ეს არანაირად არ იმოქმედებს პატრირაქ ბართლომეს საშიშ ზრახვებზე, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება, როგორც ახალი შესაძლებლობა რომთან კავშირისა. შესაძლოა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ამ განზრახვით შეიქმნა.