მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მერვე კვირაა იკლებს, ხოლო ლეტალური გამოსავლების რიცხვი ზედიზედ მეშვიდე კვირაა იკლებს, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
„მთელ მსოფლიოში რეგისტრირებული COVID-19-ის ახალი შემთხვევები უკვე მერვე კვირაა მცირდება, ხოლო გარდაცვალების რაოდენობა მეშვიდე კვირაა იკლებს. ეს კარგი ამბავია. მაგრამ ახალი ინფექციებისა და სიკვდილობის შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში ისევ მაღალია“"- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გასულ კვირას რეგისტრირებული იყო COVID-19-ის 2,5 მლნ ინფიცირებისა და 64 ათასი გარდაცვალების შემთხვევა.
"ეს ყოველ წუთში 250 ინფიცირებისა და 6 გარდაცვალების შემთხვევაა", - დასძინა ღებრეიესუსმა.