გერმანიამ კვლავ გახსნა საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაკომპანიებისთვის. ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა.
დროებით აკრძალვა "აეროფლოტისა" და S7-ის რეისებს შეეხო.
თავის მხრივ, გერმანიის ფლაგმანმა ავიაგადამზიდავმა Lufthansa-მ მოსკოვისგან მიიღო ნებართვა რუსეთის ქალაქებში რეისების განხორციელებაზე.
მანამდე, Lufthansa-მ გააუქმა რეისები ფრანკურტიდან მოსკოვსა და პეტერბურგში, რადგან რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან დროულად ვერ მიიღო ნებართვა. ამის შემდეგ, გერმანიის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ დახურა საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის.