ნაკადებად მოდის ხალხი და დაველოდოთ, ხალხს დაველოდოთ, - განაცხადა მომღერამა გია გაჩეჩილაძემ რუსთაველზე დაანონებული შეკრების დაწყებამდე.
"ძალიან მიხარია, ცრემლები მომდის, რამდენი ვართ, აი, რამდენი ვართ, ეგ არის საქართველოს გენეტიკური კოდი, დაინახონ მანქურთებმა, დაინახონ ვისია ქვეყანა“, - თქვა გაჩეჩილაძემ.
თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება იმართება. შეკრების ორგანიზატორია მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივლენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობას „დედა ენის ბაღში“ დაასრულებენ.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს დაფუძნდება "ქართველი ხალხის მარადისობის დღე".