ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს, - თქვა საქართველოს პრეზიდნტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის წლიური მოხსენებით წარსდგა.
მისი თქმითმ საქართველოს მიერ განვილილი 30 წელი რთული იყო, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების პერიოდი.
„9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ - (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) -საქართველოს სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა.
ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების!
არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს“, - თქვა პეზიდენტმა.