პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნებისა" და "გირჩის" შეხვედრა დღეს შედგეს. ქადაგიშვილის თქმით, თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, მართველი გუნდი ამისთვის მზადაა.
"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისათვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი კარი ღია არის. ამის დადასტურებაა ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ მნიშვნელოვან საკითხებთან იმ ოპოზიცურ პარტიებთან, რომლებიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობენ.
თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. არის საკითხები, რომლის ირგვლივაც შეთანხმება შეიძლება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.