რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია საქართველოში სტუმრობა, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
"საქართველოში წასვლა უბრალოდ, საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ,"- აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა საქართველოს მოქალაქეების მიერ დაგეგმილ აქციას "ნაციონალისტების მხრიდან ექსტრემისტული გამოვლინება უწოდა" და დასძინა, რომ მოსკოვი ამგვარ ქმედებას არ მიიჩნევს ინცინდენტად, რომელიც მხოლოდ ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ არის მიმართული.
"იქ ხომ მხოლოდ პოზნერი არ იყო?", - დასძინა პესკოვმა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის ქართული პოლიციის მიმართ მადლიერება გამოხატა.