რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, კრემლის პროპაგანდის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.
ვოლოდინის განცხადებით, "განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რადიკალიზმი დღეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკას, რაც კარგს არაფერს მოიტანს".
"პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის საშინაო პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ანადგურებს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების იქ ყოფნა", - ამბობს ვოლოდინი.