სასტუმრო "ვინოტელში", სადაც ამ წუთებშიც პუტინის მეგობრები ვახშმობენ, აქტივისტებმა შუქი ჩააქრეს. პოზნერსა და მის 50-მდე მეგობრებს ვახშამი სანთლის შუქზე უწევთ.
მანამდე შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.
„შრომის ინსპექციისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ობიექტს მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული მასალები გადაეცემა შსს-ს“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.