ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხის განმარტებით, ჯერ პრემიერის, ახლა კი ფინანსთა მინისტრის გადადგომა მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისშია ქვეყანა.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ გამოსავალი არ არის მინისტრების გადადგომა და მას გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები სჭირდება, რათა ქვეყანამ თავი დააღწიოს ქართული ოცნების მმართველობის მიერ შექმნილ პრობლემებს.
„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომაც და ახლა ფინანსთა მინისტრის მიყოლა მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, თუმცა გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არის მინისტრების გადადგომა, გამოსავალს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები, რათა ამ ქვეყანა თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რომლებიც ქართული ოცნების 9 წლიანმა მმართველობამ შექმნა ქვეყანაში.“ - განაცხადა ბობოხიძემ.