ტელეკომპანია ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს - გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.
შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.