ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში - წერს "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად დღეს აირჩიეს, რისთვისაც ის კოლეგებს მადლობას უხდის.
"შვიდი თვეა, რაც „ქართულ ოცნებას“ შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე.
ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ:
„ქართული ოცნება“ დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს,
„ქართული ოცნება“ ყველაზე ქართული და ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.
ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში", – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.