როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში? - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, 50 მლნ-ს, რომ კაცი მოიპარავს, მას როგორ შეიძლება ვინმე გაჰყვეს.
"რუსთაველზე რა უნდა გააპროტესტოს ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? მათი ეს სურვილი, რომ აქცია ჩაატარონ, კონსტიტუციით იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. თუმცა, არანაირი რესურსი ამ ხალხს არ გააჩნია, რომ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმური პროტესტი და ვინმე შეუერთდეს მათ. რაც არ უნდა მათ რუსთაველზე ირბინონ, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ხალხის ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.