„მოლაპარაკების პროცესი თავისთავად გულისხმობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას",- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი. მისი განმარტებით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად დათმობებზე წასვლის მზაობა არსებობს.
"ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წინაპირობები ამ დათმობაზე წასვლის, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავრობას ეკისრება. მთავარია, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.