გახარია ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო და მისი კრიტიკული ხედვა საინტერესო იქნება, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა. მისი განმარტებით, მისასალმებელია, როდესაც ქვეყანაში ქართული ინტერესების დამცველი პარტია იქნება.
"ჩვენ ისეთი საპარლამენტო გარემო გვაქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს პარტიის შექმნის უფლება. პირადად ჩემთვის მისასალმებელია, რაც მეტი ქართული ინტერესების დამცველი პარტია იქნება საქართველოში და არ გვექნება, მათ შორის მმართველ პარტიას, გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდილი. გახარია ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა, ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის", აცხადებს ზარქუა.