ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ძალისხმევით იყალთოს 1000-მდე ოჯახს საშუალება ექნება ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. 30 ოქტომბერს 13:00 საათზე ვისოლი იყალთოში გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ჟურნალისტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
იყალთოს მოსახლეობას, რომელსაც ბუნებრივი გაზი არასოდეს ჰქონია, საშუალება ექნებათ ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ და ეკონომიური გაზით ისარგებლონ. თუ აქამდე მოსახლეობას ყოველთვიურად გაზით მომარაგება 50 ლარამდე უჯდებოდა, მათი განცხადებით, ეს ხარჯი 25 ლარამდე შემცირდა