არ შეიძლება, ოპოზიციად ჩავთვალოთ, ვინც ხელისუფლების ნარატივს ავითარებს, დაკავებულია ოპოზიციის დისკრედიტაციიით და ერთი სული აქვს, კობახიძის კალთაში გაგორდეს, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა.
მისი თქმით, შევიდნენ, თუ შესვლა უნდათ. დახვდება იქ კობახიძე, მათი მეგობარი.
„დავიღალეთ უკვე. შევიდნენ, თუ შესვლა უნდათ. დახვდება იქ კობახიძე, მათი მეგობარი. იმათაც გაუხარდებათ, ჩვენც დავისვენებთ. დავიღალეთ ამ მოთქმა-გოდებით, რასაც ისინი ახორციელებენ ამ პერიოდის განმავლობაში.
არ შეიძლება, ოპოზიციად ჩავთვალოთ, ვინც ხელისუფლების ნარატივს ავითარებს, დაკავებულია ოპოზიციის დისკრედიტაციიით და ერთი სული აქვს, კობახიძის კალთაში გაგორდეს. არსებობენ „ქოცები“ და მათთან გათანაბრებული პირები. ამიტომ გზა მინდა დავულოცო, დაისვენონ და დაგვასვენონ ჩვენც ამ ყალბი რაღაც მოგონილი მითებით თუ ბლეფით, ნუ აწუხებენ ნურავის“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.