რეფერენდუმის გზით გადასახადის კორექტირების, ან ახალი გადასახადის შემოღების ინიცირების უფლება პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობას ექნება. თავდაპირველ პროექტში ეს უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტზე იყო დელეგირებული.
კონსტიტუციაში შედის ცვლილებები, რომლის თანახმად, 94-ე მუხლს დაემატება მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს "საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება, ან გადასახადის სახის მიხედვით ზღვრული განაკვეთის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება კი მხოლოდ საქართველოს მთავრობას ექნება".
ამ ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ რეფერენდუმი თავიდანვე მარცხისთვის განწირულია.
"თუ სახელმწიფოში განვითარდა ისეთი მოვლენები, რომ ქვეყანაში შეიქმნა ბუმი, ასეთ დროს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან გაზარდოს გადასახადი, ან გაზარდსო სესხის საპროცვენტო განაკევეთი, რათა ეკონომიკა არ "გაცხელდეს". ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს უკუქმედებებთან, ანუ რეცესიასთან, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ზომები და შეამციროს გადასახადები და შეუქმნას მეწარმეს ხელსაყრელი პირობები. ისეთი რეფერენდუმი, რომელიც გადასახადის გაზრდისკენ იქნება მიმართული, თავიდანვე განწირულია, რადგან მას მხარს არავინ არ დაუჭერს და მას წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითი გარკვეული უარყოფითი მოვლენები მოყვება", - განაცხადა ჩახვაძემ.
მთავრობის საპარალმენტო მდივნის, გია ხუროშვილის განცხადებით, ნებისმიერმა მთავრობამ ნება უნდა იბოძოს და თუ ქვეყნის ეკონომკური განვითარება გადასახადის ზრდას ითხოვს, ასეთ დროს საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნოს გადასახადის გაზრდის აუცილებლობაში.
"თუ ქვეყანაში განვითარებული მოველენები გადასახადის ზრდას ითხოვს, მაშინ მთავრობას "ორგანული კანონის" საშუალებით ეძლევა უფლება მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისათვის. ნებისმიერმა მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და დაარწმუნოს მსოახლეობა, რომ გადასახადის გაზრდა აუცილებელია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მათივე კეთილდღეობისთის", - განაცხადა ხუროშვილმა.