შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე მერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლის, დებ ჰაალანდის კანდიდატურა წარადგინა. იუწყება The Washington Post.
60 წლის ჰაალანდი ნიუ მეხიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ინდიელთა ტომის პუებლოს წარმომადგენელია.
ამ პოსტზე მისი დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ისტორიაში ის პირველი მდივანი იქნება, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობიდან.
"ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის კაბინეტის დონეზე განვიხილავთ თანამდებობას, რომელიც შესაძლოა, დაიკავოს აშშ-ის მკვიდრი ხალხის წარმომადგენელმა", - განუცხადა ჰაალანდმა გამოცემას.
შეერთებულ შტატებში შინაგან საქმეთა დეპარტამენტს არ აქვს ის ფუნქციები, როგორც ეს სხვა ქვეყნების უმეტესობაში გვხვდება. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ფედერალური მიწის და ბუნებრივი რესურსების უმეტესობის მართვასა და კონსერვაციაზე. ის ზედამხედველობს ისეთ უწყებებს, როგორებიცაა მიწის მართვის ბიურო, შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევა, ინდიელთა საკითხთა ბიურო და ეროვნული პარკის სამსახური.