ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს - ფეხებზე გვკიდია. ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას.
"მე დღეს არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს არ გიხსენებიათ 20 ივნისი. იმიტომ რომ, მას შემდეგ, რაც თქვენ, 20 ივნისის შემდეგ, დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რაც მოხდა და მერე წახვიდოდით. პირიქით, კარგად ირგებთ პრემიერ-მინისტრის სკამს. მას შემდეგ, რაც ტროლების ქარხანამ, ქარული ოცნების მართულმა, დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად, მაკო გომურზე. მას შემდეგ, რაც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ლავროვის მოთხოვნით, პირიქით გავრილოვის პატიმრები გააჩინეთ და ერთი მათგანი გიორგი რურუა ახლაც იქ ზის. თქვენ კი ადამიანებს ეუბნებით, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანია ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ თუ არა, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ დღეს თქვენ ამაზე არ საუბრობთ.
თუმცა თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში არიან ღირსეული ადამიანები. ერთ-ერთი მათგანი ომბუდსმენი გუშინ იყო აქ მოსული და კონკრეტულად ისაუბრა, დასაბუთებულად, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერპრეტაციების გარეშე, რომ ეს იყო დანაშაულებრივი უმოქმედება, რომ არ გააჩერეთ პოლიციელები, რომ არ იძიებთ ამ საქმეს ბოლომდე. რომ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, გაფრთხილება არ მომხდარა, რომ რეზინის ტყვიების სროლად სჭირდება სპეციალური ბრძანება და ასე შემდეგ.
მე ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ და მეორე, კომიკურია თუ სატირალია არ ვიცი, ჩვენ დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს სუს-ში.
ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს - ფეხებზე გვკიდია", - უთხრა ელენე ხოშტარიამ გახარიას.
შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებას წარადგენს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.